ახალი ამბები
მღებრიანის თემში საქონლისთვის საკვების მიწოდება შეფერხდა
მღებრიანის თემში საქონლისთვის საკვების მიწოდება შეფერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, უხვმა ნალექმა და დიდთოვლობამ პრობლემა შეუქმნა ფერმერებს გორის მუნიციპალიტეტის მღებრიანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში ძლიერი ქარია და საჭიროების შემთხვევაში გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდება.

გორის მერია იტყობინება, რომ სოფლებში მისასვლელი გზა გაიწმინდა და შესაძლებელი გახდა ფერმერებისთვის პირუტყვის გამოსაკვებად საკვების მიწოდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები