ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 29 მარტი
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 698 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 647 243-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.12%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 036 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 622 432-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 730 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 698 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 254 შემთხვევა,

აჭარა - 19,

იმერეთი - 102,

ქვემო ქართლი - 39,

შიდა ქართლი - 50,

გურია - 54,

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 63,

კახეთი - 54,

მცხეთა-მთიანეთი -19,

სამცხე-ჯავახეთი -12,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 32.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 8 055 საიდანაც, 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 319, აჭარაში - 39, იმერეთში - 121. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 159 პირი, მათ შორის, თბილისში - 89, აჭარაში - 24, იმერეთში - 24. 7 463 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები