ახალი ამბები
ქართველ კომუნისტებს სტალინის ძეგლის შესყიდვა სურთ
სტალინის ძეგლი, რომელიც გორის ცენტრიდან 2010 წლის ივნისში აიღეს, ბერბუკში მერიის კუთვნილ ტერიტორიაზე ინახება.

ამჟამად, ეს ტერიტორია მერიის დაფუძნებულ აიპის - ,,წყალარინებისა და წყალმომარაგების სამსახურის'' ბალანსზეა. სამსახურს ბონდო მარუაშვილი ხელმძღვანელობს.

ტერიტორია უფრო ადრე კეთილმოწყობის სააგენტოს ეკუთვნოდა.

წყალარინების სამსახურის ტერიტორიაზე შესვლა სპეციალური ნებართვითაა შესაძლებელი.

რაც შეეხება ძეგლს, მისი შესყიდვა კომუნისტების ლიდერს გრიშა ონიანს სურს. ის მერიას მიმართავს, რომ ძეგლი გაყიდოს. ყიდვის შემთხვევაში, გრიშა ონიანი ძეგლს სვანეთში წაიღებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები