ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 30 მარტი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 553 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 647 796.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.65% ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.89%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 021 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 623 453.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 739 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 553 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 233 შემთხვევა,

აჭარა - 20,

იმერეთი - 84,

ქვემო ქართლი - 16,

შიდა ქართლი - 40,

გურია - 26,

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48,

კახეთი - 46,

მცხეთა-მთიანეთი -14,

სამცხე-ჯავახეთი -7,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 7 578 საიდანაც, 555 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 310, აჭარაში - 42, იმერეთში - 98. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 140 პირი, მათ შორის, თბილისში - 81, აჭარაში - 20, იმერეთში - 20. 7 023 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები