ახალი ამბები
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 145 ბავშვი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპული 150-მდე ბავშვის ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის წინ, ბავშვების ფეხსაცმელები დააწყვეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დაღუპულია 145 ბავშვი და დაჭრილია - 222.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, ეს მონაცემები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან შეუძლებელია შესვლა იმ რაიონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

პროკურორის ოფისის თანახმად, რუსი სამხედროების სამიზნედ იქცა 790 სასწავლო დაწესებულება. მათგან სრულად დანგრეულია -75.

მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ, უკრაინის ქალაქებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულებები, საკულტო ნაგებობები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

ფოტო" მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

Print

სტატიის გამოყენების პირობები