ახალი ამბები
კასპის საკრებულოს წევრი ,,ენმ''-დან აკაკი ბერიანიძე უკრაინაში იბრძვის
კასპის საკრებულოს წევრი აკაკი ბერიანიძე უკრაინაში რუსეთის სამხედროების წინააღმდეგ იბრძვის. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა თანაგუნდელებმა დაგვიდასტურეს.

ბერიანიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია.  ის "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩამოაქვეითეს, შემდეგ დააკავეს.

აკაკი ბერიანიძე სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი გმირია.

,,ბერიანიძე საქართველოს წინააღმდეგ'' - ასე დასათაურდება საჩივარი, რომელიც 2021 წლის 27 იანვარს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჩაბარდა. ბერიანიძე სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევას დავობს - მათ შორის ამბობს, რომ მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს და გამოხატვის თავისუფლების პრინციპები და ამტკიცებს, რომ პროვოკაცია პოლიტიკური შეხედულებების გამო მოუწყვეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები