ახალი ამბები
ოძისში გამყოფი ხაზი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ მოინახულა
დღეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა უმასპინძლა პოლონეთის დელეგაციას ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს ხელმძღვანელობით ოძისის რაიონში ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტისას.

ოძისში გადაკვეთის პუნქტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საგარეო საქმეთა მინისტრ რაუს და დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია იმ ნეგატიური ზეგავლენის შესახებ, რომელიც მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ქმედებები და გადასასვლელი პუნქტების გახანგრძლივებული დაკეტვას აქვს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე და მათთვის სამედიცინო დახმარების, განათლების და სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობაზე. 

წყარო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
Print

სტატიის გამოყენების პირობები