ახალი ამბები
გორის ვიცე-მერი: ,,მილიონი %-ით ვარ დარწმუნებული, სააკაშვილი ზელენსკისთან შეთანხმებით ჩამოვიდა''
,,აქამდე, პატარა ეჭვები მღრნიდა, რომ ვცდებოდი, მაგრამ ეხლა, 100% - ით კი არა, მილიონი %-ით ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილი, ზელენსკისთან შეთანხმებით, ჩამოვიდა საქართველოში (ისე რას გაბედავდა ).'' - აცხადებს გორის ვიცე-მერი თამაზ შიოშვილი.

მან ეს განცხადება სოციალურ ქსელში დღეს გამოაქვეყნა. იგი ასევე დარწმუნებულია, რომ საქართველოში, ოპოზიციური პარტიის წევრებს, რუსეთთან ომი სურთ.

,,ვისაც ჩვენს ქვეყანაში არეულობა გინდათ, ვისაც ჩვენი შვილების სისხლი გწყურიათ, ვისაც გინდათ, რომ 2008 წელი განმეორდეს საქართველოში ( თუ განმეორდება, გაცილებით დიდი მასშტაბის იქნება ), ყველანი ხართ, ქვეყნის მტრები და ოკუპანტის მონები..' - მიმართავს შიოშვილი ოპოზიციონერებს.

შიოშვილი განმარტავს, რომ ის პოლიტიკა, რასაც დღეს მიშა ცდილობს, რომ გაატაროს, აწყობს რუსეთს: ,,ან იმდენად არის გაბოროტებული და იმდენად სწყურია ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რომ ნებით თუ უნებლიედ, აკეთებს რუსეთის საქმეს..''
Print

სტატიის გამოყენების პირობები