ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 1 აპრილი
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 407 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 303 პირი, გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 407 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა,

აჭარა - 15,

იმერეთი - 49,

ქვემო ქართლი - 19,

შიდა ქართლი - 13,

გურია - 32,

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32,

კახეთი - 28,

მცხეთა-მთიანეთი -9,

სამცხე-ჯავახეთი -7,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 5 583 საიდანაც, 524 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 277, აჭარაში - 36, იმერეთში - 100.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 124 პირი, მათ შორის, თბილისში - 75, აჭარაში - 17, იმერეთში - 16.

5 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 648 653. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 626 296. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 748 პირი ემსხვერპლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები