ახალი ამბები
ცხინვალში კოკოითის გამოჩენას ელიან
ცხინვალის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის გამოჩენას ელიან.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,ეხო კავკაზა" სათაურით ,,ჯაბელიჩი ბრუნდება?" ავრცელებს.

სტატიაში ჟურნალისტ ირინა ქელეხსაევას რესპონდენტები კოკოითის მზარდ რეიტინგზე ამახვილებენ ყურადღებას.

კოკოითის მხარდამჭერები საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებას. ელოდებიან.

ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ამის შესახებ ოფიციალურად მარტიდან გამოაცხადებს.

კოკოითის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს ქარიზმატული თვისებები ახასიათებებს.

მოულოდნელად ცხინვალის ცენტრში მანქანას აჩერებს, გადადის და ფეხით იწყებს მოძრაობას, ხვდება ხალხს, ელაპარაკება.

ადგილობრივი მცხოვრები გამოცემასთან საუბარში აცხადებს, რომ კოკოითი პოპულარობით სამხედრო ჯარისკაცებში სარგებლობს, რომლებსაც ყოფილი პრეზიდენტი 2004 წლიდან ახსოვს.

ეს ის, დროა, როდესაც ცხინვალის რეგიონში პირველი საომარი ოპერაციები დაიწყო და მალევე დამთავრდა.

ცხინვალში მცხოვრები სარმათ გაბარათი (გაბარაევი) იმედოვნებს, რომ გამოჩნდება ახალი, სუფთა სახე, რომელიც მოსახლეობას ცვლილებებისა და უკეთესი ცხოვრების იმედს მისცეს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, არ არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებზეც შეიძლება შედარებების გაკეთება და იმის იმედიც აქვს, რომ კვლავ არ მოუწევს მოსახლეობას ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება.

საინფორმაციო სააგენტო ,,ირ"-ის წარმომადგენელი ირინა გაგლოევი თვლის, რომ კოკოითს ამჟამად რეიტინგი აქვს.

,,ვერ ვიტყვი, რომ ეს დიდი რეიტინგია, მაგრამ ეს რეიტინგი აქვს." - ამბობს გაგლოევა. ის თვლის, რომ ხალხი უკვე წარსულის კარგ ამბებს იხსენებს, როდესაც იყო დისციპლინა.

ეს კი კოკოითის მმართველობასთანაა დაკავშირებული და მასაც მიაჩნია, რომ ქარიზმატული თვისებები ყოფილ პრეზიდენტს გააჩნია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები