ახალი ამბები
უკრაინის ომში დაიღუპა რუსეთის არმიის ქართველი სამხედრო მოსამსახურე გიორგი ბურდული
23-წლის გიორგი ბურდული რუსეთის არმიის რიგებში მსახურობდა. ის ვლადიკავკაზში ცხოვრობდა.

როგორც ჩრდილოეთ ოსეთის მედია იუწყება, ბურდული 104-ე საჰაერო სადესანტო პოლკის რიგებში ირიცხებოდა.

დაიღუპა 2022 წლის 21 მარტს უკრაინაში. ცხედრის გადასვენების შემდეგ დაკრძალეს მოსკოვის ოლქში.

უკრაინაში რუსეთის არმია 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები