ახალი ამბები
პოლიცია ყოფილი ცოლისა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს ეძებს
წუხელ გვიან ღამით გორში ორი ადამიანი მოკლეს.

სამართალდამცავები 1966 წელს დაბადებულ მამაკაცს კ. ქ-ს ეძებენ, რომელმაც, თვითმხილველების თქმით, ცეცხლსასროლი იარაღიდან, ჯერ, ყოფილი ცოლის ქმარს გ. ჯ-ს, შემდეგ კი ყოფილ ცოლს ესროლა.

ინციდენტი ღამის 2 საათზე თვითმხილველების თვალწინ მოხდა.

იმ ღამით ისრაელიდან 25 წლის შვილი გარდაცვლილი ჩამოასვენეს.

მკვლელობაში ბრალდებული კ. ქ-ი ყოფილი ცოლის სახლში, გარდაცვლილი შვილის ჩამოსვენების დროს,  მივიდა.

ჩამოსვენებას მეორე ქმარიც, გ. ჯ-ც ესწრებოდა.

,,უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო, როცა ხალხი ნელ-ნელა დაიშალა და სახლებში წავიდა. ამ დროს სროლა ატყდა. მკვლელმა იარაღიდან თავში ჯერ მეორე ქმარს ესროლა, შემდეგ ყოფილ ცოლს. თავიდან ტყვია  ასცდა ცოლს და გაქცევა სცადა, მაგრამ დაეწია ყოფილი ქმარი და ზურგიდან დაახალა" - ასეთია სურათი, რომელიც წუხელ კორპუსის მცხოვრებლებმა დაინახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს და ბრალდებულის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება.





Print

სტატიის გამოყენების პირობები