ახალი ამბები
9 აპრილს უფლისციხის მუზეუმი არ იმუშავებს
9 აპრილს უფლისციხის მუზეუმი არ იმუშავებს. ამის შესახებ განცხადებას მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა.

გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის ცნობით, წელს უკვე ყოველთვიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა.

ტურისტები და ვიზიტორები ძირითადად სტალინის მუზეუმსა და უფლისციხეს სტუმრობენ. სამ თვეში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე 13 200 უცხოეული ტურისტი შემოვიდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები