ახალი ამბები
ქარელში შესაძლოა ქარის ელექტროსადგური აშენდეს
კომპანია ,,ნექსთ ენერჯი'' ქარელში ახალ პროექტს იწყებს. კომპანია ,,მორგანთან'' ერთად მან ,,ქარელი ვინდი'' დააფუძნა.

როგორც ცნობილია კანადური ორგანიზაცია ,,ნექსთ ენერჯი'' ახორციელებს პროექტს საქართველოში მზის ელექტროსადგურის შესახებ.

,,ნექსთ ენერჯიმ'' კახეთის სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე, 5 მგვტ სიმძლავრის სადგური უნდა ააშენოს, რაც დაახლოებით 3.5 მლნ აშშ დოლარი დაუჯდება.

"ნექსთ ენერჯის" ბენეფიციარი მფლობელი კანადის მოქალაქე გოგა ჯახიაა. მისი კომპანია ჩართულია ასევე იმერეთში, ქარის ელექტროსადგურების პროექტშიც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები