ახალი ამბები
მეოთხე სტადიის სიმსივნით დაავადებულ ქალს შეუცვალეს წამალი, რომლის მხოლოდ 1 კურსი ფინანსდება
მარინე ხოხაშვილს აქვს ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე მე-4 სტადია. ამ დაავადებას ორი წელია ებრძვის.

,,კარგი შედეგი გვქონდა დღემდე. ორი თვის წინ შევიტყვეთ, რომ დაავადება პროგრესირდა და აღნიშნულის გამო ექიმმა შეუცვალა წამალი. მანამდე ვიყენებდით ტარცევას (100 მგ-იანი). ის სახელმწიფოს მხრიდან მთელი წლის განმავლობაში ფინანსდებოდა. ახლა სჭირდება ძვირადღირებული პრეპარატი - ტაგრისო, რომლის ღირებულება შეადგენს 14 000 ლარს.'' - ამბობს ლანა დემურიშვილი, შვილი.

ლანას განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან ტაგრისოს დაფინანსება შეზღუდულია თანხის სიძვირის გამო - ფინანსდება მხოლოდ 1 კურსი.

,,მომდევნო კურსების ჩასატარებლად მედიკამენტი ოჯახმა უნდა შეიძინოს, რისი საშუალებაც არ გაგვაჩნია, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, გაგვიწიოთ დახმარება და თქვენი საინფორმაციო გვერდების მეშვეობით გამოაქვეყნოთ ჩვენი საქველმოქმედო განცხადება დახმარების თხოვნით, რათა შევძლოთ მკურნალობის გაგრძელება და წამლის შესაძენი თანხის შეგროვება. იმასაც გეტყვით, რომ აღნიშნული პრეპარატის ერთი თვის კურსი - 30 აბი 14 000 ლარი ღირს საქართველოში, ხოლო საზღვარგარეთიდან გამოწერის შემთხვევაში, 15 000 ლარში, შევიძენ სამი თვის კურსს, კერძოდ, ინდოეთში ამ პრეპარატის ერთი თვის კურსის (30 აბი) ღირებულებაა 1650 დოლარი, ანუ თვეში 5000 ლარზე მეტი' - განმარტავს ლანა.

ლანამ ასევე მოგვაწოდა ფორმა 100 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და კალკულაცია, რომელიც ,,ავერსის" აფთიაქიდან წამოიღო - პრეპარატ ,,ტაგრისოს" ღირებულების შესახებ. 

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ:

საქართველოს ბანკი

GE83BG0000000498585427

მიმღები: ლია დემურიშვილი (შვილი)
Print

სტატიის გამოყენების პირობები