ახალი ამბები
გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა უკრაინიდან დევნილი ოჯახები მოინახულა
გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, იძულებით გადაადგილებული ორი ოჯახი მოინახულა.

ეს ოჯახები არიან მარიუპოლიდან და ზაპოროჟიედან. ხოჯევანიშვილი მათ პრობლემებს გაეცნო.

,,სიტყვებით რთულია გადმოსცე, თუ რას გრძნობენ ეს ადამიანები იმ უსამართლობის გამო, რაც მათ ქვეყანას დაატყდა თავს ოკუპანტი რუსეთის მხრიდან. ჩვენ ყველა ერთად უნდა დავუდგეთ გვერდში მათ რითიც შეგვეძლება. იმედს ვიტოვებ, მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი და რუსეთი და თითოეული ამ პროცესებში ჩართული ადამიანი უმკაცრესად აგებს პასუხს იმ გენოციდის გამო, რაც ჩაიდინა უდანაშაულო ხალხისა და ქვეყნის მიმართ.'' - აღნიშნავს გიორგი ხოჯევანიშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები