ახალი ამბები
,,გირჩის'' დახმარებით ზარდიანთკარელ ტაქსისტს მართვის მოწმობა დაუბრუნეს
საპროცესო შეთანხმებით დასრულდა ზარდიანთკარელი მირიან თაზიაშვილის საქმე. თაზიაშვილმა ტაქსაობა გააგრძელა.

ამის შესახებ ინფორმაციას მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია ,,გირჩი'' ავრცელებს.

ზარდიანთკარი გამყოფ ხაზთან მდებარეობს. სასამართლოში ბრალდებულს ადვოკატი ლექსო მერებაშვილი იცავდა.

რეპორტაჟი 2021 წლის დეკემბერში Girchi TV-ს მიერ მომზადდა:

,,რამდენიმე თვის წინ პოლიცია შეუვარდა სახლში და ველურად გაზრდილი კანაფის გამო მართვის მოწმობა ჩამოართვეს, რამაც შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დატოვა. გირჩი ტივი -ს დახმარებით სოფელში ჩავედით და გავაშუქეთ ეს ამბავი, რის შედეგადაც სააპელაციო სასამრთლოს გზით საპროცესო შეთანხმებას მივაღწიეთ და ისევ განაახლა ტაქსაობა. მოკლედ, ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით პროკურატურას კიდევ ერთხელ მოუწია დათმობაზე წამოსვლა. ამ წუთას საჯაროობა და პრობლემების დღის შუქზე გამოტანა ერთადერთი ბერკეტია, რითაც შეიძლება დავიცვათ ჩვენი უფლებები.'' - აღნიშნავენ ,,გირჩის'' ორგანიზაციაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები