ახალი ამბები
კულტურის ცენტრის ბიუჯეტიდან საეჭვო ტრანზაქცია განხორციელდა ბუღალტრის ანგარიშზე - სახელმწიფო აუდიტი
სახელმწიფო აუდიტმა კერძო პირის ანგარიშზე გადარიცხული საეჭვო ტრანზაქციები აღმოაჩინა. ტრანზაქციების საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათას ლარს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტმა მიაწოდა ინტერნეტგამოცემა ,,ნეტგაზეტს''.

სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე მხილებულია "გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს" ფინანსისტი, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა.

გორის მერიის ბიუჯეტს და მის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებს სახელმწიფო აუდიტი ამოწმებს. აუდიტის პერიოდი მოიცავს 2020-21 წლებს, შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქციებიც სწორედ ამ პერიოდშია განხორციელებული.

გორის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს, 2021 წელს, კულტურის ცენტრის საქმიანობა არ შეუსწავლია. ამას ადასტურებს ის ანგარიში, რომელიც 2022 წლის მარტში, შიდა აუდიტმა გორის მერს წარუდგინა.

დოკუმენტით ირკვევა, რომ მერიის შიდა აუდიტს კულტურის ცენტრის შემოწმება გეგმაშიც არ ჰქონია.

როგორც მასალაში ვკითხულობთ, მერიის შიდა აუდიტს სულ 3 თანამშრომელი ჰყავს" - ხელმძღვანელი და ორი სპეციალისტი. გასულ წელს გეგმიურად მათ ორი აიპი და მერიის 2 სამსახური (ზედამხედველობისა და ეკონომიკის) შეამოწმეს.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები