ახალი ამბები
ქარისგან ახდილი სახურავის ნაწილი მოპირდაპირე კორპუსის ბინის ფანჯარას მოხვდა
კომბინატის დასახლებაში, ქარის შედეგად, 82-წლის ქალი დაშავდა.

ის მშვიდობის გამზირის ბოლო კორპუსში ქირით, შვილთან ერთად, ცხოვრობს.

მეოთხე სართულის ბინის ფანჯარა ქარისგან ახდილი სახურავის ნაწილმა შეანგრია. ოთახში მწოლიარე ქალი იმყოფებოდა



როგორც უბნის წარმომადგენელმა კობა კლიმიაშვილმა გვითხრა, ამჟამად, ფანჯარა ბრეზენტით გაამაგრეს.

სტაბილურია 82 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარობა, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა. სასწარაფო დახმარების ჯგუფმა მას გაუწია შესაბამისი დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება." - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები