ახალი ამბები
გორის მერია ,,ცხინვალის გზატკეცილის'' რეაბილიტაციას აპირებს
გორის მერია ცხინვალის გზატკეცილის რეაბილიტაციას აპირებს. ამის თაობაზე გორის მერმა შესყიდვების სამსახურს საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა დაავალა.

პროექტი უნდა მოიცავდეს გზატკეცილის, მათზე განლაგებული ხელოვნური ნაგებობების (კედელი, მილი, ხიდი, და სხვა) ჩათვლით, რეაბილიტაციისათვის საჭირო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენას.

ცხინვალის გზატკეცილის რეაბილიტაციისთვის 2,5 მლნ ლარი გამოიყოფა, გზის სიგრზეა 1.25 კმ. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები