ახალი ამბები
კასპის თეატრის სტუდიაში სწავლის მსურველთა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა
კასპის თეატრის საყმაწვილო სტუდიისთვის ახალგაზრდები უკვე შეარჩიეს. გასაუბრება დღეს დილით ჩატარდა.

გასაუბრებაზე საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა გამოცხადდა. შერჩეული ახალგაზრდები სტუდიაში სწავლას დაიწყებენ 30 აპრილიდან.

კასპში საყმაწვილო თეატრი იხსნება. მანამდე სტუდიაში ახალგაზრდები შეისწავლიან: მსახიობის ოსტატობას, სასცენო მოძრაობას, მეტყველების კულტურას, ასევე მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა წარმოდგენებში.

თეატრს ექნება გასვლითი სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მონაწილეობას მიიღებენ თეატრალურ ფესტივალებში.

სტუდიას ხელმძღვანელობს ქ.რუსთავის, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, პროფესიულ-დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, მეტყველების კულტურის,აგრეთვე საჯარო სკოლების კინოხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგი, ეკატერინე ქვრივიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები