ახალი ამბები
გორში შუქნიშანზე ნასვამ მძღოლს ავარია მოუვიდა, თუმცა მოძრაობა მაინც გააგრძელა
გორში, წმინდაწყლია დასახლებაში, დაახლოებით 23 საათზე ავარია მოხდა 

გზაჯვარედინზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს  შეეჯახა.

ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც მოძრაობის წესების დარღვევაში დაადანაშაულეს, ნასვამი აღმოჩნდა.

ავარიის შემდეგ მან მანქანა არ გააჩერა, იმოძრავა ქალაქში. პატრულმა მად თავზიშვილის ქუჩაზე მიაგნო.

თავზიშვილის ქუჩაზე გაჩერებულ მანქანაში მძღოლი ახალგაზრდა გოგონა აღმოჩნდა. მას სიმთვრალე 1600 პრომილე დაუდგინდა.

,,3 დღეში მივდივარ საქართველოდან, იქნებ შეღავათი გამიწიოთ"- ამბობდა მძღოლი. მანქანაში ისხდნენ ასევე ორი ქალი და ერთი ბავშვი.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ მისი ქმედება კანონდარღვევაა, ხოლო კანონის მიხედვით, მართვის მოწმობას სამი წლის განმავლობაში ვეღარ აიღებს.

,,აი, თქვენ! ბოროტი ხართ!"- უთხრა მძღოლმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს.

ისინი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტიდან იყვნენ. განაცხადეს, რომ გორში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით იყვნენ ჩამოსულები. 

რაც შეეხება ავარიას, არავინ დაშავებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები