ახალი ამბები
ხოვლე დაისეტყვა - რა ვითარებაა კასპის მუნიციპალიტეტში
სეტყვამ კასპის მუნიციპალიტეტში სოფელი ხოვლე დააზარალა. ამის შესახებ ხოვლის წარმომადგენელი თამაზ ხუციშვილი გვესაუბრა.

მისი თქმით, დაზიანდა ის ყვავილი, რომელიც ხეხილს უკვე გამოტანილი აქვს:

,,სეტყვა მართალია წვრილი იყო, მაგრამ ხეხილის ყვავილს დააზიანებდა. როგორც მე შევამჩნიე, დაბლიდან, ბარიდან, სასირეთის მხრიდან წამოვიდა'' - გვითხრა სოფლის წარმომადგენელმა.

სოფელ მეტეხის წარმომადგენელი, იოსებ მარღიშვილი გვეუბნება, რომ მეტეხშიც იყო სეტყვა, თუმცა არ იყო ძლიერი: ,,ჩვენთან უფრო ნიაღვარი იყო დიდი, წვრილი ზომის სეტყვა მოვიდა'' - ამბობს იოსებ მარღიშვილი.

სეტყვა არ ყოფილა მეზობელ, ახალქალაქის თემში. სოფლის წარმომადგენელი ჯემალ ბროლაძე ამბობს, რომ სეტყვა მათთან არ ყოფილა და ჯერ არანაირი ინფორმაციაც მიუღია.

რაც შეეხება კიდევ ერთი მომიჯნავე სოფელ დოესს, რომელიც ხოვლესთან ყველაზე ახლოსაა, მისმა წარმომადგენელმა ტარიელ ოხანაშვილმა გვითხრა, რომ მათთანაც საერთოდ არ ყოფილა სეტყვა.

არ ყოფილა ასევე სეტყვა სოფელ ზემო ხანდაკში. ესეც სოფელ ხოვლეს ემიჯება. ,,მე მცხეთაში ვარ, მაგრამ დავრეკე სოფელში და ზემო ხანდაკში სეტყვა არ ყოფილა'' - გვითხრა ვლადიმერ მარღიშვილმა, ზემო ხანდაკის წარმომადგენელმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები