ახალი ამბები
სააღდგომო პაკეტების დარიგება დაიწყო გორში
გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, სააღდგომო ნობათი დარიგდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებსა და შშმ პირებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო პაკეტები გადასცა.

მერიის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ უსახლკარო ოჯახებს გორის მერის მოადგილეებმა პირადად მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

გორის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და დღემდე მოსახლეობის დასახმარებლად, არაერთი აქცია განახორციელა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები