ახალი ამბები
გორის საკრებულო შეიძენს ,,სამაჩაბლოს ისტორიის'' წიგნებს - თანხა სტუდენტთა სასტიპენდიო ფონდში გადაირიცხება
გორის საკრებულო ,,სამაჩაბლოს ისტორიის'' წიგნებს შეიძენს, რომელიც ამავე საკრებულოს წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა დაწერა.

გიორგი სოსიაშვილი გორის უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორიცაა. მისი წიგნი 50 ლარი ღირს. 1500 ლარი კი, ავტორის ინფორმაციით, სამაჩაბლოს ფონდში გადაირიცხება.

,,ჩვენ დავაფუძნეთ სამაჩაბლოს ისტორიის ფონდი და ამ წიგნებით შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სტიპენდიებს და მოხდება სხვა და სხვა აქტივობების დაფინანსება, როგორიც არის ახალგაზრდების კონფერენცია და ა.შ. ამას არ აქვს კომერციული მიზანი. "- ამბობს გიორგი სოსიაშვილი.

,,სამაჩაბლოს ისტორია'' 664 გვერდიანია. მონოგრაფია გასულ წელს ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა და ოკუპირებული ტერიტორიების, დიდი ლიახვის ხეობის ისტორიას მოიცავს.

წიგნის აღწერილობა:

• დიდი ლიახვის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა;
• ტბელთა ფეოდალური საგვარეულო და დიდი ლიახვის ხეობა;
• მაჩაბელთა სათავადო;
• საზღვარგარეთ არსებული ქართული სამონასტრო ცენტრები და დიდი ლიახვის ხეობა;
• სამაჩაბლოს პოლიტიკური თავგადასავალი;
• რუსეთის კოლონიური პოლიტიკა და სამაჩაბლო;
• სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა და მოსახლეობის პროტესტი;
• დანართი: დიდი ლიახვის ხეობის სიძველეები და ლაპიდარული წარწერები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები