ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული არკადი კასრაძის ცხედარს გორელები კარალეთი-ერგნეთის გადასახვევთან დახვდებიან
დღეს, 23 აპრილს 17:00 საათიდან გორელები ქალაქის გასასვლელში შეიკრიბებიან.

მოქალაქეები არკადი კასრაძის ცხედარს დახვდებიან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერი ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ცხედარს ცხინვალი-ერგნეთის გადასასვლელთან მიაგებენ პატივს.

არკადი კასრაძე სოფელ ერგნეთიდან იყო. ის უკრაინაში საბრძოლველად 2 მარტს წავიდა და 16 აპრილს დაიღუპა. კასრაძე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეც იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები