ახალი ამბები
ანატოლი ბიბილოვსა და ალან გაგლოევს შორის დებატები გაიმართა


დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

მეორე ტურში ერთმანეთს პარტია ,,ნიხასის'' ლიდერი ალან გაგლოევი და მოქმედი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დაუპირისპირდებიან.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა.

დებატების დროს, კანდიდატები წნელისის საგუშაგოსა და ახალგორის გზის გახსნის საკითხს შეეხნენ.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. პირველ ტურში გამარჯვებული  ,,ნიხასის'' ლიდერი ალან გაგლოევი გახდა.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ: ანატოლი ბიბილოვი (მოქმედი პრეზიდენტი); ალან გაგლოევი, ალექსანდრე ფილიევი, ჰარი მულდაროვი და ტასოევი.

76-დან 69 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები ასეთი იყო:

ჯავის რაიონი ⠀

გაგლოევი - 1032⠀
ბიბილოვი - 947⠀

ცხინვალის რაიონი

გაგლოევი - 801⁣⠀
ბიბილოვი - 1278⁣⠀

ზნაურის რაიონი

გაგლოევი - 879⠀
ბიბილოვი - 739⠀

ახალგორის რაიონი

გაგლოევი - 854⠀
ბიბილოვი - 462

ჯამში ალან გაგლოევს - 3566 ხმა, ხოლო ანატოლი ბიბილოვს - 3426. სულ რეგისტრირებულია - 35 347 ამომრჩეველი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები