ახალი ამბები
ქვახვრელში მოსახლეობა ჩივის, რომ კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია მუდმივად დაკეტილია
ქვახვრელში კვირაცხლოვის ეკლესიის გახსნას ითხოვენ. კლდეში გამოკვეთილი ტაძარი მხოლოდ წირვა-ლოცვის დროს იხსნება.

მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ არა მარტო სააღდგომოდ, არამედ სხვა ნებისმიერ დროს, ტაძარი სულ დაკეტილია.

ეკლესია ბოლოს 10 აპრილს იყო გახსნილი. ეპარქიის ცნობით, მ დღეს, ქვახვრელის კვირაცხოვლის სახელობის ტაძარში, ჩატარდა 7 - გზის ზეთისცხების საიდუმლო.

ტრადიიციის მიხედვით, ქვახვრელში კვირაცხოვლობა აღინიშნება. აღდგომიდან კვირაცხოვლობამდე ადგილობრივი მცხოვრებლები ეკლესიაში დადიოდნენ. ამჯერად, ამ შესაძლებლობას მოკლებულები არიან.



ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი —  მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის აღმოსავლეთით, კლდეში ნაკვეთ ციხე-ქალაქ უფლისციხის მოპირდაპირე მხარეს, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ანტიკურ ხანაში იგი უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები