ახალი ამბები
გორში ,,განახლებული რეგიონების'' პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ადმინისტრაციულ შენობასაც ჩაუტარდება
ახალი შენობების ნუსხა შეადგინეს, რომლითაც გორში ,,განახლებული რეგიონების'' პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ნუსხაში მოხვდა ადმინისტრაციულ შენობაც. ამის შესახებ გადაწყვეტილება მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიიღო.

ამავე ფონდის გადაწყვეტილებით, გორის ცენტრალურ ქუჩებზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება კერძო სახლს, სკვერს, ქუჩებს და იმ ჭიშკრებს, რომლებიც ამ ქუჩაზე მდებარეობს.

ამ ეტაპზე ფონდი საპროექტო ორგანიზაციისგან ნახაზებს ელოდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ სად და რა ფორმის იქნება შენობები რეაბილიტაციის შემდეგ.

გორში, სტალინის გამზირზე, ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები მთავრობის მიერ გამცხადებული, 4-წლიანი პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხოციელდება.

ეს პროგრამა 2021 წლის აპრილში დამტკიცდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები