ახალი ამბები
ცხინვალის ქუჩებში ვიდეოკამერები დამონტაჟდა
ცხინვალის ქუჩებში ვიდეოკამერები დამონტაჟდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის ძალოვანი უწყებების განცხადებით, ქალაქში ვიდეოკამერები, პირველ ეტაპზე, ხალხმრავალ ქუჩებზე დამონტაჟდება.

შემდეგ კი დე-ფაქტო რესპუბლიკის სხვა გზებზე გავრცელდება.

ვიდეოკამარები პროექტ „უსაფრთხო ქალაქის“ ფარგლებში ხორციელდება და მისი ინიციატორი დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროა.

ამჟამად, დაახლოებით 25 ერთეული ვიდეოთვალი 10 ადგილზე განთავსდა.

ცხინვალის მილიციის კონტროლ ქვეშ გზაჯვარედინები და ქალაქის შესასვლელ-გასასვლელი მოექცა.

კამერების დაყენების მეორე ეტაპი დასახლებულ და ხალხმრავალ ადგილებს მთელი დე-ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით მოიცავს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები