ახალი ამბები
ნიგოზა-რენე-ჩობალაურის გზის სამუშაოები დასრულდა
კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საგზაო სამუშაოები დასრულდა.

ნიგოზა-რენე-ჩობალაურის საავტომობილო გზაზე ახალი ასფალტი დააგეს.

კასპის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, პროექტის განხორციელება ორი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. სამუშაოებს კომპანია ,,ობოლია" ასრულებდა.

ჯამში, სამი სოფლის საგზაო სამუშაოების შესასრულებლად 1.3 მლნ ლარი დაიხარჯა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები