ახალი ამბები
გორისციხის დასუფთავების კამპანიაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ჩაერთო
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კვირეულის ფარგლებში ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქციები გაიმართა.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ,,სენის'' მხარდაჭერით, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ის ადგილები დაასუფთავეს, სადაც ყველაზე მეტი ნარჩენი გროვდება.

აქციაში მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმაც მიიღეს. მათ გორის ციხის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები