ახალი ამბები
გორში მოქალაქეს ჯერ სიგარეტი სთხოვეს, მერე - სცემეს
წუხელ დაახლოებით 01:00 საათზე ხმაური იყო გორის ცენტრალურ გამზირზე.

სუპერმარკეტის წინ მამაკაცს რამდენიმე პირი თავს დაესხა.  როგორც შსს-დან გვაცნობეს, დაზარალებული მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელი აღმოჩნდა.

მისი განცხადებით, მაღაზიაში მისთვის უცნობმა პირმა ჯერ სიგარეტი სთხოვა. 


,,ჯერ მთხოვა სიგარეტი. არ ვიცი, ზუსტად... კი მანიშნა სიგარეტი მინდაო. შემდეგ ჯგუფის წევრებმა დამიწყეს ცემა, რატომ? რისთვის? -" უყვებოდა დაზარალებული პოლიციას.

იგი დაახლოებით 40 წლამდე ასაკისაა. პოლიციელებს რუსულ ენაზე ესაუბრებოდა, თუმცა ორივე მხარეს უჭირდა რუსულ ენაზე საუბარი 

გამოძიება ცემისა და ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ახლდა ერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ქართულად საუბარი, თუმცა მან ფაქტის შესახებ არაფერი გვითხრა - პოლიცია გაარკვევს ყველაფერსო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები