ახალი ამბები
ქარელში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩაზე, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი გაიხსნა.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, 60 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი არის სრულად აღჭურვილი და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

პროექტი დაფინანსდა გერმანიის განვითარების ბანკის მიერ და განახორციელა ლტოლვილთა დანიის საბჭომ, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები