ახალი ამბები
რეგიონებში პარკების მწარმოებელ ობიექტზე მასშტაბური ინსპექტირება განახორციელეს
რეგიონებში პარკების მწარმოებელ 51 ობიექტზე მასშტაბური ინსპექტირება განახორციელეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სულ ქვეყნის მასშტაბით, ინსპექტირების შედეგად, 37 ობიექტზე სამართალდარღვევები გამოვლინდა.

ჯამში, დალუქეს 3 529 675 ცალი და 23 378 კგ პარკი, 60 ცალი და 8036 კგ რულონი და პარკებით სავსე 1501 ცალი ტომარა.

,,მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 472-ე დადგენილება „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებას პერმანენტულად ახორციელებს. მასშტაბური ინსპექტირების მიზანია პრევენცია, რათა საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები და, შესაბამისად, მაქსიმალურად შემცირდეს გარემოს დაბინძურება.'' - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

2019 წლის ივლისიდან, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია (გარდა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა). ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი საკანონმდებლო მოთხოვნებთან შეუსაბამო პარკები დაილუქება და დაექვემდებარება კონფისკაციას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები