ახალი ამბები
ტყეში დაკარგული ბავშვი იპოვეს - ცხინვალი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დაკარგული, 11 წლის ასაკის მოზარდი ტყეში იპოვეს.

ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ბავშვი გაექცა მშობლებს, რომლებიც ერთმანეთში ჩხუბობდნენ. მოზარდი ტყეში შევიდა.

"მშობლებს ჩხუბი მოუვიდათ გზაზე, ბავშვს შეეშინდა და გაიქცა,, - განაცხადა ცხინვალის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა.

ძებნის ოპერაცია რამდენიმე საათი გრძელდებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები