ახალი ამბები
უფლისციხის გზაზე მდებარე რკინიგზის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რკინიგზის ხიდს, რომელიც სოფელ უფლისციხეში მდებარეობს, რეაბილიტაცია სჭირდება.

ამის თაობაზე კვლევა საქართველოს გზათა სამეცნიერო-კვლევითი და საწარმო ტექნოლოგიურ-კომპლექსურმა ინსტიტუტყმა, ,,საქგზამეცნიერებამ"" ჩაატარა.

ხიდი 1961 წელსაა აშენებულია, ხოლო ამ ხნის მანძილზე, კომპლექსური რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

ამ კვლევის საფუძველზე ინფრასტრუტურის სამინისტრომ 400 000 ლარი გამოყო. სამუშაოები წელს დაიწყება და ის 7 თვე გასტანს.

გეგმაში არაა მითითებული, თუ რა ფორმით მოხდება რეაბილიტაცია. წინასწარი ინფორმაციით, ხიდზე მოძრაობა 7 თვის განმავლობაში, ნაწილობრივ შეიზღუდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები