ახალი ამბები
კასპში მდინარე ლეხურის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 1,3 მლნ ლარი გამოიყო
კასპში მდინარე ლეხურის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 1,3 მლნ ლარი გამოიყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოები 2022 წელსაა გათვალისწინებული.

შესყიდვების სააგენტოს ცნობით, 2022 წლის იანვარში გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო, ყველამ ფასები მნიშნელოვნად დააკლო,

ასე მაგალითად:

გზამშენი - 869 998 ლარი

გალ-მშენი - 830 000 ლარი

ინშაათ საქართველო - 826 122

შესყიდვების სააგენტომ ბოლო ორ კომპანიას დისკვალიფიკაცია უკვე მიანიჭა.

ამჯერად საგზაო დეპატამენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს ,,გზა მშენთან'', რომელსაც მითითებული აქვს 869 998.

ფოტო: კასპის მოამბე

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები