ახალი ამბები
შიდა ქართლში მეორე მსოფლიო ომის 6 მონაწილე ცხოვრობს
ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, რეგიონის ქალაქებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღევანდელი მონაცემებით, შიდა ქართლში 6 ვეტერანი ცხოვრობს. გასულ წელს მათ რაოდენობა 11 იყო. ბოლო ერთ წელიწადში 5 ვეტერანი გარდაიცვალა.

გორში - 2 (ლიდია ნემსაძე და ოთარ ტლაშაძე).

კასპში - 2 (ოთარ აზმაიფარაშვილი, შალვა გოჩიტაშვილი)

ქარელში - 1 (ვიქტორ ოდიკაძე - აგარა)

ხაშურში - 1 (ნინო ქურდაძე)

წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად - 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ.

ოფიციალური მონაცემებით, გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის რაიონებიდან მეორე მსოფლიო ომში 35 331 ადამიანი იყო გაწვეული. საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა - 14 761 კაცი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები