ახალი ამბები
სოფელ არცევთან დამაკავშირებელი გზა აღადგინეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ  ზემო არცევში მიმოსვლა აღდგა.

მოსახლეობას ცხინვალთან დაკავშირება უკვე შეუძლია. უხვი ნალექის გამო, ერთადერთი გზა დაზიანებული იყო.

სოფელი ცხინვალის რაიონში მდებარეობს და მას დე ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს. ემიჯნება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშს.

იმის გამო, რომ ქვეშთან დამაკავშირებელი გზაც ჩახერგილია, სოფელი იზოლაციაში იყო მოქცეული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები