ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღებში კვების მენიუ შეცვალეს
გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ცნობით, საბავშვო ბაღებში კვების მენიუ შეიცვალა. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა მე-11 საბავშვო ბაღში სტუმრობის დროს, განაცხადა.

მენეჯერი გიორგი შათირიშვილი, გორის N11 საბავშვო ბაღს, მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან ერთად, ესტუმრა.

სააგენტოს მენეჯერმა მზარეულისგან პირადად მოისმინა შეფასება განახლებულ მენიუსთან დაკავშირებით.

,,სააგენტოს მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს ბაღებში საჭიროებების შესწავლა. ჩვენი დაკვირვებით, საჭირო გახდა კვების მენიუში მცირედი ცვლილების შეტანა, რაც ცოტა ხნის წინ განვახორციელეთ.მენიუს ცვლილებას დადებითი შეფასება მოჰყვა როგორც აღსაზრდელებისა და მათი მშობლებისგან, ასევე პერსონალის მხრიდან." - აღნიშნავს სააგენტოს მენეჯერი გიორგი შათირიშვილი.

ჩვენს კითხვაზე, თუ რა ცვლილებები განხორციელდა, რომელმაც ასეთი მოწონება დაიმსახურა, სააგენტოში გვიპასუხეს, რომ წერილობით გვიპასუხებენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები