ახალი ამბები
,,მოგყიდით პირდაპირ'' - კასპში როიალებისა და ფორტეპიანოების მფლობელები უარს აცხადებენ ტენდერში მონაწილეობაზე
კასპის სამუსიკო სკოლის დირექცია შიშობს, რომ შესაძლოა საიბულიეო კონცერტი ჩავარდეს. ამის შესახებ კულტურის დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელი მერიას სპეციალურ განცხადებით მიმართავს.

ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლია ჯანანაშვილი აღნიშნავს, რომ ვერ ესწრება როალებისა და ფორტეპიანოების შეძენა. თანხა, როგორც ადრე ვწერდით, კულტურის სამინისტრომ გადასცა:

,,ვიცი, რომ 5000 ლარს ზემოთ უნდა გამოცხადდეს ტენდრი, მაგრამ ვაწყდებით რამდენიმე წინააღმდეგობას. კერძოდ, ტენდერის ჩატარების ვადები აფერხებს მზადებას საანგარიშო კონცერტისათვის და საერთაშორისო კონკურსისათვის. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ საანგარიშო კონცერტამდე და კონკურსებამდე არის გარკვეული დრო, მაგრამ ბავშვებს არ აქვთ საჭირო რაოდენობის ინსტრუმენტი და ვერ მეცადინეობენ სრულფასოვნად. მაგალითისთვის ნასწავლ ნაწარმოებებს ანსამბლის ჟანრში ვერ აერთებენ ოთხ ხელში, შესაბამისად შესწავლილი ნაწარმოები ჩავარდება და ვერ გავიტანთ კონცერტზე, ამაო და ფუჭია შრომა პედაგოგისაც და მოსწავლისაც.'' - აღნიშნავს ჯანანაშვილი.

მისი განცხადებით, არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორიც:

,,20 000 ლარად შეფასებულ როიალს რა თქმა უნდა არ მოგვყიდიან იგივე ფასად. მან უნდა თანხა მოიგოს. შედეგად ვიღებთ გაუარესებულ ხარისხს. პირდაპირი შესყიდვით ჩვენ შეგვიძლია ავარჩიოთ და ერთმანეთს დავადაროთ რამდენიმე ინსტრუმენტი. ჩვენი მოძიებული რამდენიმე საუკეთესო ინსტრუმენტის პატრონი, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი სასტიკ უარს აცხადებს ტენდერში მონაწილეობაზე. გამოდის რომ ეს ინტრუმენტი უნდა იყიდოს გადამყიდველმა და ასწიოს ფასი, დიდი ფასის გამო შეიძლება ვერ შევასრულოთ კულტურის სამინისტროს აუცილებელი პირობა, რაც მდგომარეობს შემდეგში - 60000 ლარად უნდა შევიძინოთ 2 როიალი და 10 ფორტეპიანო.'' - აღნიშნავს ჯანანაშვილი.

იგი უმორჩილესად ითხოვს, რომ გაითვალისწინონ და გულთან მიიტანონ თხოვნა და მიეცეთეთ უფლება ინსტრუმენტები შვიძინოთ პირდაპირი შესყიდვით და არა ტენდერით.

კასპის სამუსიკო სკოლა დაარსდა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში. პირველი სასწავლო წელი იყო 1961-1962 წწ.

,,შესაბამისად წელს გვაქვს საიუბილეო 60 წლისთავი. სკოლა ძალიან დიდი კულტურული ტრადიციების მატარებელია. წლების მანძილზე ეს იყო ერთადერთი კულტურის კერა მთელს რაიონში. მოგეხსენებათ 90-იანი წლების მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში, უშუქობამ და გათბობის უქონლობამ მნიშვნელოვნად დააზარალა და მეტიც, მწყობრიდან გამოიყვანა სკოლაში არსებული თითქმის ყველა ინსტრუმენტი და რაც მთავარია საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა სკოლის შენობა. ჩვენდა სასიხარულოდ გადაწყდა სკოლის სრული რეაბილიტაცია - რემონტი, რაც წარმატებით განახორციელა ჩვენმა მუნიციპალიტეტმა. 2020-2021 წელს მთლიანად გარემონტდა სკოლა, ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები და რაც მთავარია სკოლას გაუკეთდა ცენტრალური გათბობა, რამაც გვიბიძგა გვეფიქრა ინსტრუმენტების შეცვლა შეძენაზე. ამჟამად სკოლა გარემონტებულია, ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული, მაგრამ გვაკლია ყველაზე მთავარისრულფასოვანი ინსტრუმენტები.''- აღნიშნავს ჯანანაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები