ახალი ამბები
მოსახლეობის განცხადებით ქარელის სოფლებში სარწყავი არხის სარქველები წყლის ზემოთ დაამონტაჟეს
ქარელის სოფლებში სარწყავი არხის სარქველები წყლის დონეზე მაღლაა. ამის გამო, მოსახლეობა მიწის ნაკვეთებს ვერ რყავს.

ფოტო გადაღებულია სოფელ ღვლევში. სარწყავი არხი კი ქარელიდან იწყება და გრძელდება გორის სოფლებამდე.

,,ჯერ რწყვის სეზონი არაა და ხედავთ, რა მდგომარეობაცაა. ქარელისკენ სოფლებში როცა დაიწყებენ წყლის გამოყენებას, წყლის დონე უფრო დაიკლებს. ვერც მერე გამოვიყენებთ ამ სარწყავ არხს'' - გვწერენ სოფელ ღვლევიდან.

გაგრძელება:

საქართველოს მელიორაციის სამსახურიდან გვაცნობეს, რომ მოსახლეობას წყალი ამ დროისთვის სრული დატვირთვით არ მიეწოდება, რადგან მოსახლეობაში ჯერ მოთხოვნა არაა. მელიორაციის სამსახურის ადმინისტრაციის ცნობით, წყლის დონე სავარაუდოდ 20 მაისის შემდეგ მოიმატებს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები