ახალი ამბები
,,დილა''(0) - ,,დინამო თბ'' (1)
ეროვნული ლიგის მე-13 მატჩი გორში დასრულდა ,,დინამოს'' გამარჯვებით. გორის ,,დილამ'' ერთბურთიანი სხვაობით წააგო შეხვედრა.

შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გორის გუნდმა სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე ადგილზე გადაინაცვლა.



ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 75 - ჯერ შეხვდნენ. ურთიერთშეხვედრებში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს - 52 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 9 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დინამოს გუნდის სასარგებლოდ 178/46 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9-0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში.



ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2-2 დასრულდა.

გორის დილამ პირველად დინამოს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2-0). ბოლოს ეს გუნდები თბილისში 6 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი მასპინძლებმა 2-1 დმიტრი ანტილევსკის და გიორგი პაპავას გოლებით მოიგეს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები