ახალი ამბები
ცხინვალი-როკის გზაზე ქვათაცვენის გამო მოძრაობა შეფერხებულია
ცხინვალი-როკის გზაზე ქვათაცვენის გამო მოძრაობა შეფერხებულია.

ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური მძღოლებს მეორე დღეა აფრთხილებს.

სამსახურის წარმომადგენლები მძღოლებს სთხოვენ, რომ განსაკუთრებით ღამით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ეს ერთდერთი გზაა, რომლითაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი რუსეთს უკავშირდება.

ქვთაცვენა დაკავშირებულია ძლიერ ნალექთან, რომელსაც ადგილი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები