ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტს პოლონეთიდან დელეგაცია ესტუმრა
დელეგაციის შემადგენლობაში ევროპარლამენტარი - ტომაშ მაკოვსკი, პოლონეთის პარლამენტის დეპუტატი - არტურ დებსკი და საჯარო პარტნიორობის ინსტიტუტის წარმომადგენელი, პოტენციური ინვესტორი საქართველოსთვის - ჰუბერტ დრაბიკი იყვნენ.

ისინი დღეს, 10 თებერვალს, გორის უნივერსიტეტს  ეწვივნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათ გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი შეხვდა.

პოლონურმა მხარემ სრული მზადყოფნა გამოთქვა იმის თაობაზე, რომ გორის უნივერსიტეტს სხვადასხვა მიმართულებით პოლონური გამოცდილება გაუზიარონ.

შეხვედრისას მომავალი ურთიერთობების პერსპექტივები და კონკრეტული გეგმები დაისახა.

პოლონეთის დელეგაციამ გორის უნივერსიტეტში 2015 წელს გახსნილი ვარშავის უნივერსიტეტის ოფისი დაათვალიერა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები