ახალი ამბები
სკრაში აღსაზრდელები განახლებულ საბავშვო ბაღში მიიყვანეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში აღსაზრდელები განახლებულ ბაღში მიიყვანეს.

გახსნას მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაესწრო.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, მერმა აღსაზრდელებს უსაფრთხო და კეთიმოწყობილ გარემოში სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საბავშვო ბაღის თანამშრომლები, მშობლები და აღსაზრდელები.

განახლებულ საბავშვო ბაღში 150 პატარა შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას.

,,ახლადრეაბილიტირებული შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. გარდა შენობისა, რეაბილიტირდა სააღმზრდელო დაწესებულების ეზოც. საბავშვო ბაღი აღიჭურვა ახალი ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით.'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები