ახალი ამბები
გორის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა
ქალაქ გორში, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, წყლის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ჯგუფი მუშაობს ინტენსიურად, რათა დროულად მოხდეს დაზიანების აღმოფხვრა და ელექტროენერგიის აღდგენა. ელექტროენერგიის აღდგენისთანავე, მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს წყალმომარაგების მიწოდების შეზღუდვის გამო.'' - აცხადებენ კომპანიაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები