ახალი ამბები
გორში მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ ბავშვის დაკბენის ფაქტი მოიკვლია
აღლი, რომელიც 5 წლის მოზარდს თავს დაესხა და დაკბინა, გორის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოში გადაიყვანეს.

ის ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადგილზე მისულ სააგენტოს თანამშრომლებს, ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა უთხრეს, რომ ძაღლს ისინი უვლიდნენ და ყოველდღიურად კვებავდნენ. შემთხვევა კი იმ დროს მოხდა, როდესაც ძაღლი სახლის წინ იწვა. მას ბავშვი მოსაფერებლად მიუახლოვდა და სწორედ ამ დროს დაკბინა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ძაღლის წაყვანის შესახებ ზარი არ შემოსულა, ფაქტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი სოციალური ქსელიდან გახდა რის შემდეგაც ძაღლი გადმოვიყვანეთ სააგენტოში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები