ახალი ამბები
გადაუღეთ სურათი ან ვიდეო მიუსაფარ ძაღლს, რომელსაც ყურზე ყვითელი ნიშანი არა აქვს
"გორი-საქართველოსთვის" ფრაქციის წევრები იმყოფებოდნენ მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში, შემდეგ კი ცხოველთა დამცველებს შეხვდნენ.

,,გორის მოსახლეობას ძალიან აწუხებს მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც გამოვითხოვთ დოკუმენტაციას სააგენტოდან, საფუძვლიანად შევისწავლით მას, ასევე დამატებით რამდენიმე შეხვედრა გვექნება ცხოველთა უფლებადამცველებთან, ჩვენ საკრებულოს წარვუდგენთ ჩვენს ხედვას, მუნიციპალიტეტში ამ პრობლემის მოგვარების თაობაზე.'' - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მანამდე კი, ჩვენს გორელებს ვთხოვთ აქტიურობას ამ საკითხთან დაკავშირებით, ორი მიმართულებით: თუ შენიშნეთ, რომ მიუსაფარ ცხოველს არ აქვს ყვითელი ყურსაბნევი, დარეკეთ დაუყოვნებლივ "მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო • შიდა ქართლი" - ცხელი ხაზი ტელ: 595335508 და მოითხოვეთ დაუყოვნებლივ მათი გადაყვანა სააგენტოში, შესაბამისი პროცედურების ჩატარების მიზნით.

გადაუღეთ სურათი ან ვიდეო ამ ცხოველს და გაგვიზიარეთ პირად შეტყობინებაში - ეს საშუალებას მისცემს უფრო არგუმენტირებულად შეძლონ აღნიშნული პრობლემაზე მუშაობა.

ჩვენი მიზანი არის ერთადერთი: გორი გახდეს მშვიდი და უსაფრთხო ქალაქი და ამავდროულად დაცული იყოს ჩვენი ოთხფეხა მეგობრების უფლებები - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები